დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობა” ფრაქციის სახით საერთოდ აღარ იქნება წარმოდგენილი

დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობა” ფრაქციის სახით საერთოდ აღარ იქნება წარმოდგენილი

დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობა” ფრაქციის სახით საერთოდ აღარ იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”რეზიუმე” პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ქართულმა ოცნებამ” არჩევნების წინ პირობა დადო, რომ მოხდებოდა ”ნაციონალური მოძრაობის” მარგინალიზაცია და პროცესები სწორედ აქეთ მიდის. 

”საბოლოოდ დაგვირგვინდება ეს ყველაფერი 4 წლის თავზე. დღეს უკვე არის ეს პარტია მარგინალიზებული. რესურსები მთლიანად აქვს შემცირებული. არჩევნებამდე ”ნაციონალური მოძრაობა” იყო სერიოზული რისკფაქტორი. ჩვენ ეს რისკფაქტორი მთლიანად მოვხსენით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ პარლამენტში ეს პოლიტიკური პარტია ფრაქციის სახით საერთოდ აღარ იქნება წარმოდგენილი. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის რისკ ფაქტორი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის”, - აღნიშნა კობახიძემ.