17-18 მაისს, მოლდოვაში, ქ. კიშინიოვში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: დავით მათიკაშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი მიიღებენ.
კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს: „პარლამენტის როლი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერების საკითხებში".