უკრაინული ავიაკომპანია „ANDA Air“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

უკრაინული ავიაკომპანია „ANDA Air“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია - „ANDA Air“-ი  ზაფხულიდან დაიწყებს.

უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით შესრულდებს.

ავიაკომპანია „ANDA Air“-ი, MD 83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ფრენებს, კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 2 სიხშირით ოთხშაბათობით და შაბათობით განახორციელებს, ხოლო კრივოი როგი-ბათუმი-კრივოი როგის მიმართულებით 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში 1-სიხშირით ოთხშაბათობით იფრენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას შესაბამისი ფრენის ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ბერძნული ავიაკომპანია იწყებს

ბერძნული ავიაკომპანია „Aegean Airlines“ (ეგეოსის ავიახაზები), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან  ათენსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს  ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამატებს. 

ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს, ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის (კუნძული კრეტა) მიმართულებით შესრულდებს. ფრენები 14 ივნისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი),   Airbus A319/A320/A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 15 მაისს მიენიჭა.

„ეგეოსის ავიახაზები“ მეორე ბერძნული ავიაკომპანიაა, რომელიც ზაფხულიდან ჰერაკლიონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია „Ellinair“ რეგულარულ რეისებს 15 ივნისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი) შეასრულებს.