ეკა ბესელიამ პროფესორ მინდია უგრეხელიძეს 75 წლის იუბილე მიულოცა

ეკა ბესელიამ პროფესორ მინდია უგრეხელიძეს 75 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში, პროფესორ მინდია უგრეხელიძის დაბადების 75 წლის საიუბილეო მიღება გაიმართა.

სამართალმცოდნეს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს იუბილე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ მიულოცა და ქართული მართლმსაჯულების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

სამართალმცოდნეობის პროფესორის საიუბილეო მიღებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და იურისპუდენციის პროფესორები დაესწრნენ.