ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ინფორმაციით, აგროვებენ იმ ინფორმაციას, რომელიც გენერალურ აუდიტორთან მომხდარ ინციდენტში ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს.
როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთარ ფარცხალაძე მზად არის გამოძიებას ნებისმიერ დროს მისცეს ჩვენება.
„ამასთან, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვეძიებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ხვალისთვის გავმართავთ პრესკონფერენციას, რომელზეც დეტალურად ვისაუბრებთ იმ ფაქტებზე, რომელიც ჩვენთვის გახდება ცნობილი და რომელიც დაადასტურებს ფარცხალაძის უდანაშაულობას“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა განმარტა, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძე არ ყოფილა კონფლიქტის ინიციატორი, არამედ გამოიკვეთა პროვოცირების კონტურები.