ამ კვლევითაც კი, ჩვენ გვაქვს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით სამჯერ მეტი რეიტინგი

ამ კვლევითაც კი, ჩვენ გვაქვს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით სამჯერ მეტი რეიტინგი

იმ კვლევითაც კი, რომელიც კრიტიკურად გამოხატავს ხოლმე ჩვენს მიმართ პოზიციას, ჩვენ გვაქვს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით სამჯერ მეტი რეიტინგი, რაც ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ კვლევას.

მდინარაძის თქმით, ცვლილებების შეფასებისას აუცილებელია ვნახოთ, თუ ვინ ატარებს ხოლმე კვლევის საველე სამუშაოებს.

“აუცილებელია ჩვენ ვნახოთ, თუ ვინ ატარებს ხოლმე საველე სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად ობიექტურია კვლევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კვლევები წარსულში არასდროს ობიექტური არ ყოფილა, მით უმეტეს, პოლიტიკურ ნაწილში. ჩვენ მას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, რადგან ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას, თუმცა შეიძლება მაინც ვილაპარაკოთ გარკვეულ ტენდენციებზე. ამ კვლევითაც კი, რომელიც კრიტიკულად გამოხატავს ხოლმე ჩვენს მიმართ პოზიციებს, ჩვენ გვაქვს სამჯერ მეტი რეიტინგი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, რაც ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.