გიგა ბოკერიას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამ დაადასტურა, რომ საერთო სურათი ძალიან მძიმეა

გიგა ბოკერიას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამ დაადასტურა, რომ საერთო სურათი ძალიან მძიმეა

მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვამ დაადასტურა, რომ საერთო სურათი ძალიან მძიმეა და ყველა ნიშანია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ქართველ ხალხს აზრი ჰკითხოს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ, ჟურნალისტებს ფილარმონიაში მისვლისას განუცხადა.

„საერთო სურათი ძალიან მძიმეა, ყველა ნიშანია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს, ქართველ ხალხს ჰკითხოს აზრი. მას სურს, შემოიღოს სისტემა, სადაც პრეზიდენტს თვითონ დანიშნავს და ხალხი არ აირჩევს, ასევე ისეთ საპარლამენტო სისტემას შემოიღებენ, წაგებული მოგებულად გამოცხადდება, თუმცა ამ მთავრობას ეს ვერ უშველის. ჩვენი ვალია, რომ თუ შევძლებთ, ეს სისტემა შევაცვლევინოთ, ან თუ შეცვლა შეუძლებელი იქნება, მათ რაც შეიძლება დიდი ფასი გადაიხადონ და ძალიან მწარე იყოს პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი მათ გამოუტანს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს ფილარმონიაში საქართველოს კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.