NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

კითხვაზე „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, თუ როგორ იხარჯება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვეთანხმები - 67%, არ ვეთანხმები - 22%, არ ვიცი - 11%, უარი პასუხზე - 1%.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს 25 მილიონ ლარს. გამოკითულთა 43% ყველაზე მეტად ეთანხმება მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ ეკლესიისთვის ამ თანხის გამოყოფა უნდა გააგრძელოს; 14%-ის აზრით, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა, 20% მიიჩნევს, რომ უნდა შეამციროს, ხოლო 8%-ის აზრით, სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხები საერთოდ არ უნდა გამოყოს. გამოკითხულთა 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.