NDI-ის გამოკითხულთა 79%-ს ”რუსთავი 2-ის” საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ სმენია

NDI-ის გამოკითხულთა 79%-ს ”რუსთავი 2-ის” საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ სმენია

NDI-ის გამოკითხულთა 79%-ს ”რუსთავი 2-ის” საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ სმენია. კითხვაზე: ”გსმენიათ თუ არა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ, რომელმაც ”რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა?”, 79% აცხადებს, რომ სმენია, 16% ამბობს, რომ არა, 4% კი პასუხობს, რომ არ იცის.

იმ ადამიანთა უმრავლესობა (56%) ვისაც ”რუსთავი 2-ის” საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სმენია, ამბობს რომ ”რუსთავი 2-ის” საქმეში მთავრობის მხრიდან ჩარევას ჰქონდა ადგილი. 17% ამბობს, რომ ჩარევას ადგილი არ ჰქონია, 27% კი ამბობს, რომ ამის შესახებ არ იცის.

ასევე, ამ საქმეზე ინფორმირებული გამოკითხულების 46% მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დროს მოსამართლეებზე ზეწოლა ხდებოდა, 20% მიიჩნევს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, 34%-მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 35% -ის აზრით, ”რუსთავი 2-ის” საქმე მხოლოდ ბიზნესის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა იყო, რომელიც არ იყო კავშირში პოლიტიკასთან. 41%-ს ამისგან საპირისპირო მოსაზრება აქვს აქვს, 23%-ის პასუხია - არ ვიცი.

კითხვაზე, ”რუსთავის 2-ის” სასამართლო პროცესი სამართლიანი იყო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვეთანხმები - 28%, არ ვეთანხმები 44%, არ ვიცი - 28%.

ამასთან, 46% მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში მედიის თავისუფლებას შეზღუდავს, 33% მიიჩნევს, რომ არ შეზღუდავს, 21%-ის პასუხია - არ ვიცი.