ირაკლი კობახიძე:  საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არასოდეს იქნება

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არასოდეს იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფილარმონიაში შეკრებილ „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ფილარმონიაში, ამ დრომდე, კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისიის შეხვედრა ვერ იწყება, მიზეზი „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების პროტესტია, რომლებიც სპიკერს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

„რამდენიმე ახალგაზრდა კომუნისტი 2500 ადამიანს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განიხილონ. თქვენ არასწორი ნიშა აირჩიეთ. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის. აქ ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მოგიწოდებთ, იმ გზას დაადგეთ, რომელიც ილია ჭავჭავაძის  - განათლების გზაა. თქვენ კომუნიზმის გზა აირჩიეთ და ეს არასწორი არჩევანია. მოგიწოდებთ, ცოდნისა და სწავლის გზით იაროთ. საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არასოდეს არ იქნება. ეს არის ფსევდოსოლიდარიზმი, რაც კომუნისტებისთვის დამახასიათებელია“, - მიმართა ახალგაზრდებს კობახიძემ.

ფილარმონიაში, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები საყვირებით არიან მისული და ისინი „ოთხი მეშახტეს“ სკანდირებენ.