გამოკითხულთა 49% ეთანხმება, 48% კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

გამოკითხულთა 49% ეთანხმება, 48% კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

NDI-ის გამოკითხულთა 49% ეთანხმება, 48% კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

კითხვაზე „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: სრულად ვეთანხმები - 8%, ნაწილობრივ ვეთანხმები - 41%, ნაწილობრივ არ ვეთანხმები - 20%, საერთოდ არ ვეთანხმბები - 28%, არ ვიცი - 3%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.