საკონსტიტუციო განხილვები და NDI-ის გამოკითხვა ადასტურებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა

საკონსტიტუციო განხილვები და NDI-ის გამოკითხვა ადასტურებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.

აბესაძის განმარტებით, საკონსტიტუციო განხილვები და NDI-ის გამოკითხვა ნათლად ადასტურებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს სურვილი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. ასევე საზოგადოების მოთხოვნა სამართლიანი საარჩევნო სისტემაა. აბესაძის განცხადებით,  სწორედ ამიტომ "ქართული ოცნებისადმი" "ევროპული საქართველოს" შეთავაზება, პლებისციტის ჩატარების შესახებ, ახლა უალტერნატივოა.

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს.