თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყება ხმაურისა და შეძახილების გამო ვერ ხერხდება

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყება ხმაურისა და შეძახილების გამო ვერ ხერხდება

თბილისში, ფილარმონიაში, საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის განხილვის დაწყება ვერ ხერხდება.

დიდი საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდების ჯგუფია შეკრებილი, რომლებიც უსტვენენ და შეძახილებით - კონსტიტცუია ხალხს - პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს განხილვის დაწყების  შესაძლებლობას არ აძლევენ.

ამასთან, პარლამენტის სპიკერმა თავიდან ტყიბულში დაღუპული ოთხი ადამიანის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ინფორმაცია გვქონდა, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა, ჩვენი დღევანდელი ამოცანა კი, კონსტიტუციაზე მსჯელობაა. გთხოვთ, რომ 2500 ადამიანს საშუალება მისცეთ კონსტიტუციაზე იმსჯელონ და გაიგონ, კონსტიტუციაში რა ცვლილებები შედის. შეიძლება, თქვენ ეს არ გაინტერესებთ და ეს ცუდია, მაგრამ შეკრებილი ვართ  იმისთვის, რომ კონსტიტუციაზე ვიმსჯელოთ. ყველას ვთხოვ, რომ დაგეგმილი პროვოკაციებისგან თავი შევიკავოთ“, - მიმართა ახალგაზრდებს კობახიძემ.