გამიჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად

გამიჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად

გამიჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ განუცხადა.

თორდიამ აღნიშნული ეჭვის გაჩენის გარემოებებზეც ისაუბრა.

„გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც გუშინ განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, უკვე საღამოს კი ვიხილეთ განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა. გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად“, - განაცხადა თორდიამ.