NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, კატეგორია „არც ერთი“ ყველაზე მეტმა, 38%-მა აირჩია.

გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას; 10% -ის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 4%-მა „არ იცის“; 4%-მა "პატრიოტთა ალიანსი" დაასახელა; 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 3%-მა კი აღნიშნა, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ლეიბორისტული პარტია" დგას.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.