დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ

დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ტელეარხ NBC-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ფრთხილია ამ საკითხისადმი მიდგომებში და ორივე მხარის მოსაზრებების გათვალისწინება სურს გადაწყვეტილების მიღებამდე.

„პრეზიდენტის ამ საკითხისადმი მიდგომა ძალიან ფრთხილია. მას სურს გაიგოს თუ რა გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე ამგვარი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპმა პირობა დადო, 1995 წლის „იერუსალიმში საელჩოს შესახებ კანონს“ აამოქმედებდა. აღნიშნული კანონი ბილ კლინტონის ადმინისტრაციისას იქნა მიღებული და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას ითვალისწინებს.