NDI-ს გამოკითხულთა 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს

NDI-ს გამოკითხულთა 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს

NDI-ს გამოკითხულთა 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. პრეზიდენტის არჩევას ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მხარს უჭერს 9 %, 2% ასეთი არჩევის არც ერთ წესს არ ეთანხმება, 4%-მა კი არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.