საქართველოს  ფოსტა მაღალ მთიან რეგიონში სერვის ცენტრს ხსნის

საქართველოს ფოსტა მაღალ მთიან რეგიონში სერვის ცენტრს ხსნის

2017 წლის 15 მაისს 13: საათზე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ ახალი კონსტრუქციის პირველ ცალკე მდგომ სერვის ცენტრს თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნის. ღონისძიებას  საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრებიან.

საქართველოს ფოსტა თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად 4 ახალ სერვის ცენტრს: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გაიხსნის. თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე იგეგმება კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის ცენტრებიდან ვიდეო ჩართვები, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეო ტრანსლაციის საშუალებით საშუალება მიეცემათ პარალელურ რეჟიმში დააკვირდნენ კახეთის  ოთხი სერვის ცენტრების გახსნას.