იან კელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანა მაღალ დონეზე წარმოაჩინა

იან კელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანა მაღალ დონეზე წარმოაჩინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამერიკის მთავრობაში ძალიან მაღალ დონეზე შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტი შეაჯამა.

“ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანა მაღალ დონეზე წარმოაჩინა. მან ისაუბრა საქართველო თუ როგორ არის გახსნილი ბიზნესის წარმოებისათვის, იგი ამერიკის მთავრობაში ძალიან მაღალ დონეზე მიიღეს, შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან, მნიშვნელოვან სენატორებთან და სხვა პირებთან. ეს ვიზიტი არის ნიშანი, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას და მის დაწყებულ რეფორმებს. საქართველოს რთული სამეზობლო აქვს და ამერიკა მის გვერდით არის”, - განაცხადა იან კელიმ.