საპარლამენტო უმცირესობას შესაძლებლობა ექნება თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია

საპარლამენტო უმცირესობას შესაძლებლობა ექნება თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია

საპარლამენტო უმცირესობას ექნება შესაძლებლობა თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, იზრდება ოპოზიციის როლი საპარლამენტო ცხოვრებაში და განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას საგამოძიებო კომისიების შექმნის უფლებას.

”დღეს ეს უფლება მინიჭებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ახალი რედაქციით, ეს უფლება საპარლამენტო უმრავლესობის უფლებიდან იქცევა საპარლამენტო უმცირესობის უფლებად. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობას ექნება შესაძლებლობა თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს დადებითად აისახება როგორც ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე, ასევე პარლამენტის”, - განაცხადა კობახიძემ.