რიანასა და Coldplay-ს რომანტიული ვიდეორგოლი(VIDEO)

რიანასა და Coldplay-ს რომანტიული ვიდეორგოლი(VIDEO)

პოპ-ვარსკვლავმა რიანამ, ცნობილ ჯგუფი Coldplay-სთან ერთად, კომპოზიციაზე Princess of China ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო. რიანასა და Coldplay-ს ეს დუეტი უკვე დიდი ხანია სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტებში წამყვან პოზიციებს იკავებს, ვიდეორგოლსაც იგივეს უწინასწარმეტყველებენ.

კლიპის პრემიერა გუშინ შედგა. რომანტიულ ვიდეორგოლში  სექსუალური მომღერალი გეიშას როლში გამოჩნდა, ჯგუფის სოლისტი კრის მარტინი კი, მეომარის. რიანა და კრისი ვიდეორგოლში შეყვარებულებს განასახიერებენ.

Coldplay-ს გულშემატკივრებისთვის, ჯგუფის რომანტიული სიუჟეტის კლიპი, სრული მოულოდნელობა იყო. თავად კრისი აღნიშნავს, რომ ეკრანზე შეყვარებულის როლის თამაშში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ჩვენ ხელოვანი ხალხი ვართ და ამაში განსაკუთრებული არაფერია“-ამბობს რიანაც და იმასაც დასძენს, რომ პრესა ყოველგვარ საზღვრებს გადადის და სულაც არ გაუკვირდება, რომ კრისისა და მის რომანზეც ალაპარაკდეს. „რატომ? იმიტომ, რომ მასთან ერთად სიმღერა ჩავწერე? მაშინ გამოდის რომ ყველა მუსიკოსთან მაქვს რომანი ვისთანაც ვმუშაობ! ასე არ შეიძლება!“-ამბობს რიანა