ამ ღონისძიებას რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაესწრო. რასაკვირველია მოედანზე სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად თავად იუბილარიც იმყოფებოდა.
კონცერტი ადგილობრივი დროით 21.00-საათზე დაიწყო. ის მომღერალმა რობინ უილიამსმა გახსნა.
„Take That”-ის ყოფილი წევრის შემდეგ სცენაზე ენი ლენოქსი, ტომ ჯონსი, სტივ ვონდერი, ელტონ ჯონი და პოლ მაკარტნი გამოჩნდნენ. ჯგუფი „Madness”-ის წევრებმა მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ერთგვარი სიურპრიზი შესთავაზეს და სიმღერა ბუკინჰემის სასახლის სახურავზე შეასრულეს.
კონცერტის დაწყების წინ ინგლისის დედოფალმა მისი მონაწილეები პირადად მოინახულა და მადლობა გადაუხადა.
საზეიმო კონცერტი სერ პოლ მაკარტნიმ დაასრულა, რომელმაც შემდეგი ხუთი კომპოზიცია შეასრულა.
1. “Magical Mystery Tour”
2. “All My Loving”
3. “Let It Be”
4. “Live And Let Die”
5. “Ob-La-Di, Ob-La-Da”