ამ ღონისძიების სახელწოდებაა „Knotfest” და ღია ცისქვეშ გაიმართება. რასაკვირველია ზემოთდასახელებული ჯგუფის წევრები ორივე დღეს სცენაზე გამოვლენ და ორსაათიან კონცერტს გამართავენ.
ამერიკელი როკის მოყვარულები ფესტივალის პირველ დღეს ჯგუფებს „Deftones”, “Lamb of God”, “Dethklok”, “The Urge”-სა და „Prong”-ს იხილავენ.
მეორე დღეს სცენაზე შემდეგი ჯგუფები გამოჩნდებიან: „Cannibal Corpse”, “Gojira” და „The Dillinger”.