დიდ ბრიტანეთში „Iron Maiden” გამოარჩიეს

დიდ ბრიტანეთში „Iron Maiden” გამოარჩიეს

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ „New Musical Express” ერთი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ჟურნალის თანამშრომლებმა „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მუსიკალური ალბომების რეიტინგი შეადგინეს.

ამ ჩამონათვალის პირველ პოზიციაზე ყველასათვის მოულოდნელად  ჯგუფი „Iron Maiden”-ის დისკი „The Number Of The Best” აღმოჩნდა. გამოკითხვაში მონაწილე მელომანების  9.2 პროცენტმა უპირატესობა 1982 წელს გამოცემულ ამ ალბომს მიანიჭა.

საპატიო მეორე ადგილი ჯგუფი „Depeche Mode”-ს ნამუშევარმა „Violator“ დაიკავა, მესამე კი ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის ჩანაწერი „Sgt Pepper’s Lonely Hearts Club Band” აღმოჩნდა.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ალბომების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. Iron Maiden – “The Number Of The Best”

2. Depeche Mode – “Violator”

3. The Beatles – “Sgt Pepper’s Lonely Hearts Club Band”

4. The Beatles – “Abbey Road”

5. Pink Floyd – “The Dark Side of the Moon”

6. The Beatles – “Revolver”

7. Queen – “A Night at the Opera”

8. Oasis – “(What’s the Story) Morning Glory?”

9. Adele – “21”

10. The Beatles – “White Album”