ცნობილი გახდა რომ შეჯიბრების გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალში არაერთმა პოპულარულმა მუსიკოს შემსრულებელმა და ჯგუფმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ოლიმპიური თამაშების ჩატარება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ მიზეზის გამო ტურნირის ორგანიზატორები არაერთ შეცდომას უშვებენ.
ერთი თვის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ თამაშების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის მოწვევა ჯგუფი „The Who”-ს გარდაცვლილ მედოლე კიტ მუნს გაუგზავნეს.
ორი დღის წინ თამაშების ორგანიზატორებმა ჯგუფი „Led Zeppelin”-ის გიტარისტი ჯიმი პეიჯი გაანაწყენეს. ოთხი წლის წინ პეიჯმა პეკინის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
რამდენიმე თვის წინ პეიჯს ლონდონში დაგეგმილი კონცერტის მომწყობები დაუკავშირდნენ და ამ ღონისძიებაზე საგანგებოდ დაპატიჟეს. სახელოვანი მუსიკოსი კი გაიხსენეს მაგრამ ოფიციალური მიწვევის გაგზავნა გადაავიწყდათ.
წინა კვირას პეიჯი ღონისძიების ორგანიზატორებს თავად შეეხმიანა და რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როდესაც აუხსნეს რომ კონცერტზე მისი გამოსვლა საერთოდ არ იგეგმებოდა.
ჯიმი პეიჯი განცვიფრებასა და იმედგაცრუებას ვერ მალავს. გამოცემა „The Telegraph”-თან საუბრისას მუსიკოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების დღეებში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას დატოვებს და სამხრეთ ამერიკაში დასასვენებლად გაემგზავრება.