ბერნარ კაზნიოვი: ევროკავშირი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე მარინ ლე პენის არჩევას ვერ გადაიტანს

ბერნარ კაზნიოვი: ევროკავშირი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე მარინ ლე პენის არჩევას ვერ გადაიტანს

ევროკავშირი, საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენის არჩევას ვერ გადაიტანს. აღნიშნული მოსაზრება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ბერნარ კაზნიოვმა გაზეთ Libération-ში მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვა.

„დიდი ბრიტანეთის გასვლით დასუსტებული ევროკავშირი საფრანგეთის ხელისუფლებაში ევროფობიური პოზიციის მქონე მთავრობის მოსვლას ვერ გადაიტანს“, - წერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.

ბერნარ კაზნიოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფრანგებს - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერს ემანუელ მაკრონს.

საფრანგეთში, დღეს გაზეთ Libération-ის სპეციალური გამოშვება გამოდის, რომელიც „ეროვნული ფრონტის“ წინააღმდეგ არის მიმართული.