კანადაში, ქალაქ ტორონტოს ფინანსურ ცენტრში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის კვამლმა ავტომობილების მოძრაობისა და მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ იუწყება.
აფეთქება იმ უბანში მოხდა, სადაც ტორონტოს ხუთი წამყვანი ბანკის ოფისებია განლაგებული. დაშავებულები არ არიან.
მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორებს მოეკიდა. ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტი არ არის.