“ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა, ისინი გამოიყენებენ ყველა ფორმატს, რათა კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნონ საზოგადოებას, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის კომისიის მუშაობაში.
ამასთან, გიგი წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო” ძალაში ტოვებს მოთხოვნას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების თაობაზე.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.