ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილ საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის შექმნილ საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის პარლამენტის მიერ შექმნილ საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტის ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიქმნება შესაბამისი კომისია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კომისიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

„ჩვენ არ მივიღებთ საყოველთაო განხილვაში მონაწილეობას, იმ კომისიის ფარგლებში, რომელსაც აყალიბებს ახლა პარლამენტი და სადაც თითოეული ფრაქციიდან უნდა იყოს თითო წარმომადგენელი. ჩვენ განხილვას მოვაწყობთ ხალხთან ერთად, ჩვენი ალტერნატიული წინადადებით და მიგვაჩნია, რომ ეს კონსტიტუცია იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა გოცირიძემ.