თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარისპირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეუთოს ექსპერტებისშეფასებით, საქართველოში, 2012 წელთან შედარებით,მედიათავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიაწინ გადადგმული.
„მათი განწყობაა, რომ ბოლო წლებში საქართველოშიძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმულიმედიათავისულფების კუთხით და გარემოთვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012წლამდე იყო. ეს ცალსახად დაფიქსირდა", - ამის შესახებთამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ვიზიტითმყოფ ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულებისშემდეგ განაცხადა.
ლიტველ ექსპერტთან დაინიუს რადზევიჩიუსთან დამედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოსწარმომადგენლის მრჩეველთან აიდარბოტაგაროვთან შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტისთავმჯდომარის პირველ მოადგილესთანერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინოგოგუაძე და ირინა ფრუიძე ესწრებოდნენ, განხილულიიყო საქართველოში არსებული მედიაგარემოსა და ამკუთხით ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები.
როგოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეუთოსთანთანამშრომლობის ფორმატი ექსპერტების ვიზიტისდასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვუმასპინძლოთ მედიისსაკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრისწარმომადგენლებს. ზუსტად იმიტომ, რომ არისგარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით,თითქოს მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაშიგარკვეული გამოწვევები არსებობს, ჩვენთვისმნიშვნელოვანია, რომ ოფისის წარმომადგენლებისაქართველოში არიან, მდგომარეობას აფასებენ დაშესაბამისად, მოგვიანებით გვექნება მათირეკომენდაციები თუ რა ფორმით ითანამშრომლებენსაქართველოსთან, იქნება ეს, მაგალითად,მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, თუ იქნება ესხანგრძლივი ექსპერტული მისია. ჯერჯერობით, მეამაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს. მისიის დასრულებისშემდეგ გვეცოდინება მათი საბოლოორეკომენდაციები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარისპირველმა მოადგილემ, რომელიც ამ ვიზიტის მასპინძელია.
მისივე თქმით, მედიის თავისუფლების კუთხით, მედიისხარისხის კუთხით საქართველოს შეუძლია ახალ ეტაპზეგადასვლა და უფრო მაღალი სტანდარტებისდამკვიდრება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომეუთო ამ პროცესში ჩვენთან ერთად იქნება დადაგვეხმარება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.