მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე მისი დაკითხვის დეტალებზე, გაუთქმელობის შესახებ ხელწერილის მიზეზით არ საუბრობს

მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე მისი დაკითხვის დეტალებზე, გაუთქმელობის შესახებ ხელწერილის მიზეზით არ საუბრობს

მეუფე დიმიტრი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, ე.წ ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრისთან ერთად, სხვა სასულიერო პირებიც დაიკითხნენ.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეუფე დიმიტრი დაკითხვაზე იყო. ჟურნალიტებთან ადრეც განვაცხადე, რომ თუ საჭიროება მოითხოვდა, მეუფე მზად იყო პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის. რამდენიმე დღის წინ მეუფე დიმიტრისთან ერთად, სხვა სასულიერო პირებიც დაიკითხნენ - მათ ვისაც მამალაძესთან შეხება აქვს. კონკრეტულად დაკითხვისას რაზე იყო საუბარი და რა შეკითხვები იყო, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგანაც მეუფეს გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი და ის ამ საკითხებზე არ საუბრობს,“- განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.