სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქცია მშრომელთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო.
აქციის ჩატარებას დაახლოებით 300 დემონსტრანტი შეეცადა. პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა.
აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტაქსიმის მოედანზე საპირველმაისო ღონისძიებები არ ჩატარდებოდა.