ნარმანია „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლთან იდგა და გვიყვებოდა, რომ იქ არა მარტო ხიდი, არამედ ბევრი პროექტი განხორციელდება, 5 წელი გადის და არაფერი დაწყებულა

ნარმანია „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლთან იდგა და გვიყვებოდა, რომ იქ არა მარტო ხიდი, არამედ ბევრი პროექტი განხორციელდება, 5 წელი გადის და არაფერი დაწყებულა

დავით ნარმანია „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლთან ზარზეიმით იდგა და გვიყვებოდა, რომ იქ არა მარტო ხიდი, არამედ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, 5 წელი გადის და არათუ დაწყებულია, პოზიციაც ვერ გავიგეთ, საბოლოო ჯამში, ეს გაკეთდება თუ არა, - აღნიშნული შეკითხვით ,,ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალაბიძეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც ზურაბ ალავიძემ საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, თბილისში მოძრაობის გადატვირთულობა, მშენებლობის ინტენსივობა, ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და ამის გადაჭრის გზაა, არა უბრალოდ რაღაც პარკინგის მოწყობა, ან მშენებლობის შეზღუდვა, არამედ მნიშვნელოვანია კარგად გააზრებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ კონტექსტში ელენე ხოშტარიამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი და „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ ხიდის მშენებლობა დაასახელა.

,,ორი წერილი მაქვს, სადაც აღნიშნულია, რომ შემოვლითი რკინიგზა არ ვარგა და მერია არ აპირებს, რომ გააკეთოს და ერთი წლის შემდეგ მეორე წერილი, რომ გასაკეთებელია, მაგრამ რაღაც ტექნიკური დაზუსტებებია, ტექნიკური ცვლილებებია საჭირო”, - განაცხადა ხოშტარიამ.

დეპუტატი „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობით და ამ პროექტის ბედით დაინტერესდა.

„დავით ნარმანია „ვეფხი და მოყმეს“ ძეგკლთან ზარზეიმით იდგა და გვიყვებოდა, რომ აქ არა მარტო ხიდი, არამედ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. 5 წელი გადის და არათუ დაწყებულია, პოზიციაც ვერ გავიგეთ, საბოლოო ჯამში, ეს გაკეთდება თუ არა”, - განაცხადა ხოშტარიამ.