საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით, წარმოიშვა სისტემური პრობლემები

საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით, წარმოიშვა სისტემური პრობლემები

საპარლამენტო მმართველობისთვის უმჯობესია, პრეზიდენტი იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

„პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი იცვლება არაპირდაპირით. ხდება სპეკულირება და მანიპულირება ამ ცვლილებით, მით უმეტეს, რომ ძალიან მარტივია ამ თემით სპეკულირება - საზოგადოებას უსვამ კითხვას, რა ურჩევნია, თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი, თუ სხვამ აირჩიოს. როდესაც სისტემის დეტალებს არ განმარტავ, სასპეკულაციოდ ეს ძალიან მარტივი საკითხია. ჩვენთვის მთავარია, პრეზიდენტის არჩევის წესი მაქსიმალურად იყოს მორგებული საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რომელიც ყალიბდება. საპარლამენტო მმართველობისთვის უმჯობესია, პრეზიდენტი იყოს არჩეული არაპირდპაირი წესით“, - განაცახდა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, იმ საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური პრობლემები არასდროს წარმოშობილა.

„მაშინ, როდესაც იქ, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით საპარლამენტო რესპუბლიკებში, უმეტეს შემთხვევაში წარმოიშვა სისტემური ხასიათის პრობლემები. მათ შორის, პრობლემა იყო კომპეტენციების გადაფარვა, პრობლემა იყო ოდიოზური ან არაპროდასავლური ან ნეონაცისტური მიდრეკილების მქონე პრეზიდენტის არჩევა ან თითქმის არჩევა. ეს ყველაფერი ხელს უშლის პარტიული სისტემის განვითარებასაც“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძნელი წარმოსადგენელია პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, როდესაც მას ვერ ექნება საარჩევნო პროგრამა.