შვედეთში, სტოკჰოლმის გარეუბანში, უცნობმა პირებმა უდიდეს შიიტურ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი SVT-ი იუწყება.
„როგორც ჩანს, ცეცხლი შენობას გარედან წაუკიდეს“, - განაცხადეს სტოკჰოლმის პოლიციაში.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მეჩეთის წარმომადგენლების ინფორმაციით, შენობის 30-50% დაზიანებულია.