მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს

მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს

მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს არასწორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტში. რეალურად არის ოთხი სუბიექტი პარლამენტში წარმოდგენილი და ჩამოყალიბებულია 11 საპარლამენტო ფრაქცია. ეს მთლიანად წინააღმდეგობაშია ევროპულ ტრადიციებთან. ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციის დონეზე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და მომავალ პარლამენტში რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, იმდენი ფრაქცია შეიქმნება“, - განაცახდა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის შიგნით სრული კონსენსუსი შედგა.

კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის ნაწილში ძლიერდება ოპოზიციის უფლებები სხვადასხვა კუთხით. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ გამოყო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება.

„დღეს უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისის შექმნის თაობაზე და ეს უფლება იქცევა უკვე უმცირესობის უფლებად. კერძოდ, პარლამენტის წევრთა 1/3-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა“, - დასძინა კობახიძემ.