კონსტიტუციის ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობოების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება

კონსტიტუციის ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობოების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება

კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადასინჯულია და ამ ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. რომ შეადაროთ მოქმედი კონსტიტუცია და ახალი, შეთავაზებული რედაქცია, თითქმის ყველა მუხლი არის გადასინჯული და ამ ცვლილებების 80-85% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პროცესის ინკლუზიურობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მუშაობაში.