საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციაში

საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციაში

საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხშირად ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორი ფორმით მიწოდება.

„ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას შევუქმნათ ობიექტური წარმოდგენა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. დაგეგმილი გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანია საზოგადოების ინფორმირება რომ მოხდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და მასზე მუშაობის ფორმატი. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი სწორი ფორმატი იყო საპარლამენტო ფორმატი, განსხვავებით საპრეზიდენტოსგან და „სწორედ ამ ფორმატმა მოგვცა შესაბამის შედეგზე გასვლის საშუალება“. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, კობახიძის თქმით, ის დაფუძნებული იყო უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობაზე.

„ყველა შესაბამის სუბიექტს ჰქონდა ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.