ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი დაიკითხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მეუფე დიმიტრის ჩვენებას საქმის სამართლებრივ ნაწილთან შემხებლობა არ აქვს და ის მხოლოდ დაკავებულ დეკანოზთან მიმართებაში პირად განწყობებზე საუბრობს.

„საუბრობს პირად განწყობებზე, როგორი პიროვნებაა მისი აზრით მამა გიორგი, რა დამოკიდებულება ჰქონდა მასთან, როგორ ახასიათებს და ა.შ.არის გარკვეული განწყობები, რომელიც შესაძლოა ბრალდების მხარემ მის სასარგებლოდ გამოიყენოს და არის გარკვეული დეტალები და განწყობები, რომელიც შეიძლება დაცვის მხარემ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ფანცულაიას მტკიცებით, ირაკლი მამალაძის გარდა საქმის სამართლებრივ ნაწილთან შემხებლობა არ აქვს საქმეზე დაკითხული სხვა არც ერთი პირის ჩვენებას, მათ შორის არც სასულიერო პირების ჩვენებებს.