„SOFA“- ევროპული კინო აგენტების ტრეინინგი 2017 წელს საქართველოში ტარდება

„SOFA“- ევროპული კინო აგენტების ტრეინინგი 2017 წელს საქართველოში ტარდება

 

2017 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხადაჭერით, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამაგის ფარგლებში, საქართველოში 2017 წლის 30-5 მაისს, ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი და წახალისებული პროექტი - „SOFA - School of Film Agents - კინოაგენტების სკოლა“.  SOFA არის პროფესიული ვორკშოფი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო აგენტების მოსამზადებლად და ჩამოსაყალიბებლად.

კინო აგენტად იგულისხმება ყველა ის პროფესია, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში კინო წარმოებასთან და არ გულისხმობს რეჟისურას. შესაბამისად, კინო აგენტების არასრული ჩამონათვალია: კინო დისტრიბუტერები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვენის აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდუსერები, არქივის სპეციალისტები, კინო ინოვაციების მენეჯერები და სხვა.

„SOFA კინო აგენტების სკოლა“ 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და ხელს უწყობს მონაწილეებს, ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ და დახვეწონ მათი საქმიანობა. პროგრამის ფარგლებში, თითოეული მონაწილე წარმოადგენს მისი აქტივობის სამოქმედო გეგმას და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მონიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინო-პრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელი შექმნა, ბელორუსიაში კინო-კანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.

აღნიშნული ვორქშოფის ხელმძღვანელია ნიკოლაი ნიკიტინი, რომელიც ამავდროულად ბერლინალეს კინოფესტივალის ოფოციალური დელეგატია და  საქართველოს ტერიტორიას კურირებს.

მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უკვე ხუთი წელია მასპინძლობს „SOFA - School of Film Agents", ხოლო პროგრამის „Creative Europe“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გადაწყდა, რომ 2017 წლის მაისში „SOFA“-ს მეორე ვორქშოფი საქართველოში ჩატარებულიყო. ეს იქნება მოხსენებითი სახის ვორქშოფი, რომელზეც ყველა პროექტის მონაწილე განვითარებული პროექტების წინსვლაზე იმუშავებს. ამას გარდა, ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდება 3 საჯარო ლექცია კინო ინდუსტრიის მომიჯნავე წამყვანი პროფესიონალების ეგიდით.

“კულტურას არ აქვს საზღვრები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კულტურის პოლიტიკამ მუდმივად შეინარჩუნოს ეს მოცემულობა. ჩვენი მეზობლების მიერ მოყოლილი ამბების გააზრება, მათი მოსაზრებების გათვითცნობიერება სხვაგვარად დაგვანახებს საკუთარ თავს და მხოლოდ ამის შედეგად შეგვიძლია გავაცნობიეროთ 21-ე საუკუნის გამოწვევები და პრობლემატიკა. კინო, როგორც ხელოვნების ფორმა ყველაზე მძლავრად უწყობს ხელს მსგავსი იმიჯის დანახვას. ზუსტად ამიტომ, SOFA-ს ტრეინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წვრთნის მომავლის კინო აგენტებს და ქმნის მათთვის ძლიერ პროფესიულ ქსელს. მონაწილეები მომავალში ხელს შეუწყობენ ევროპული კინოს განვითარებას; ეს კი მოგვაძებნინებს რთული გამოწვევების გადაწყვეტის გასაღებს. განსაკუთრებით მახარებს ფაქტი რომ ეს უორქშოფი საქართველოში ტარდება გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში. დიდი ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ამ ტრეინინგს და მის ხელმძღვანელს, ნიკოლაი ნიკიტინს” - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის და კომინიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ანდრეას გორგენი. 

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:

1) 02.04.2017    16.45 სთ

SOFA ტრეინინგის გახსნა და ღია დისკუსია თემაზე: როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა - პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება.

ექსპერტები: პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი)

მოდერატორი: კინოლაი ნიკიტინი, SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელი

ადგილი: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონფერენციო დარბაზი

2) 04.04.2017    11.00 სთ

შეხვედრა SOFA კინო-აგენტების სკოლის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ნიკიტინთან.

თემა: კინო აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების შერჩევის პირობები 2017 წლისათვის

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის 16

3) შეხვედრა პეტრი კემპინენთან

თემა: კინო დაფინანსება ევროპაში, განსაკუთრებული აქცენტით დაფინანსების სკანდინავიურ მოდელზე

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის #16

 

პრ