ორგანიზაციის წევრებმა დედაქალაქში მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. პროექტი ხორციელდება ახალგაზრდების ინიციატივითა და მოხალისეობრივი მონაწილეობით.
„"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შევიკრიბეთ ნაფეტვრებში პროექტ "დაასუფთავე საქართველოს" ფარგლებში. დღევანდელი ღონისძიების მიზანია მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მოქალაქეს გავუფრთხილდეთ გარემოს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის მოვლაში“ . - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, სალომე პეტრიაშვილმა.