საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში დღეს იგეგმება

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში დღეს იგეგმება

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში დღეს იგეგმება. არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერებით პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დღეს გადაეცემა, რის შემდეგაც მოხდება ბიუროს სხდომაზე წარდგენა. ხელმოწერები დადასტურების მიზნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა, რის შემდეგაც კონსტიტუციით დაგეგმილი ცვლილებების განხილვა საჯარო საყოველთაო ფორმატში გაგრძელდება.

კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.