დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცილიწამებაზე სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცილიწამებაზე სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცილიწამებაზე სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა რაინს პრიბასმა ტელეარხ ABC-ის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ცვლილებების შეტანას ცილისწამების შესახებ კანონმდებლობაში, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ცვლილებების მიღების შემთხვევაში თუ როგორ ვუზრუნველყოთ მათი შესრულება“.

მისივე თქმით, სხვა ასპექტები, მაგალითად, რამდენად კარდინალური ცვლილებების შეტანა იგეგმება, „ეს უკვე სხვა საკითხია“.

რაინს პრიბასმა აღნიშნა, რომ მას და თეთრი სახლის თანამშრომლებს უკვე მობეზრდათ ამერიკული მედიის მუდმივი პუბლიკაციები იმის თაობაზე, თითქოს ტრამპს და მასთან დაახლოვებულ პირებს რუსეთთან კავშირები აქვთ.

„ტელეკომპანიები 24 საათი, კვირაში შვიდი დღე რუსეთთან კონტაქტებზე ისტორიას ყვებიან და ჩვენ ამის მოსმენა გვიწევს. ვფიქრობ, გაზეთები და საინფორმაციო სააგენტოები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ საკუთარ რეპორტაჟებს. მე, უბრალოდ დავიღალე ამისგან“, - აღნიშნა მან.