ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა, გამანადგუერებელ ომამდე მიგვიყვანოს, - განცხადება ამის შესახებ რომის პაპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა.
პონტიფიკოსმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული აქტივობის ირგვლივ შექმნილი ვითარების განსამუხტად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შუამდგომლობისკენ მოუწოდა.
„მაგალითისთვის, ნორვეგია ყოველთვის მზადაა დასახმარებლად“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
კიდევ ერთი ბალისტიკური იარაღის გამოცდის შემდეგ, რომელიც აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ცნობით, წარუმატებლად დასრულდა, დონალდ ტრამპმა ფხენიანი ჩინეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.