ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დამყარებული და ეს გვაერთიანებს

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დამყარებული და ეს გვაერთიანებს

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძლიერი პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე როგორიცაა - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ჩვენ სწორედ ეს გვაერთიანებს, - ამის შესახებ ამერიკის შეეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა საქართველო- ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.

,,ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ვიმყოფები. შევხვდი ძალიან ბევრ მეგობარს, რომელთანაც ერთად ვმუშაობდი ისტორიულ პერიოდში. ნამდვილად, ქვეყანა ძალიან შეიცვალა და განვითარდა. ძალიან მიხარია, რომ ვხედავ მშვიდობას, სტაბილურობას, თუ როგორ ძლიერდება დემოკრატია ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ძალიან მიხარია, აქ ყოფნა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძლიერი პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე და ეს ღირებულებებია - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ჩვენ სწორედ ეს გვაერთიანებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 25 წლისთავს”, - განაცხადა იალოვიცმა. ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, საქართველოს ყოფილი ელჩები აშშ-ში და ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში, პარლამენტარები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.