ჩვენი თავდაპირველი რეაქცია იყო ის, რომ კონსტიტუციის რეფორმირების პროცესი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს

ჩვენი თავდაპირველი რეაქცია იყო ის, რომ კონსტიტუციის რეფორმირების პროცესი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს

კონსტიტუციის რეფორმირების პროცესს დიდი ინტერესით ვაკვირდებით და ჩვენი თავდაპირველი რეაქცია იყო ის, რომ ეს პროცესი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ ურთიერთბრალდებებს.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში.

„ამ პროცესში ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული, როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში და უფრო ფართოდ კი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში ასეთი ჩართულობაა. პროცესი დასრულებული ჯერ არ არის და ველით, თუ როგორ დასრულდება. რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მე მას დიდ პატივს ვცემ, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში“, - განაცხადა იან კელიმ.