დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა უსუფაშვილის პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში

დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა უსუფაშვილის პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში

პირადად ჩემ წინამორბედს დავით უსუფაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო და ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოში ჩამოყალიბდება ძლიერი პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში ძლიერი ინსტიტუციური პარტიული სისტემის განვითარებაზე ისაუბრა.

”მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა მის პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში, აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მექნება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური პარტიები. საქართველოს დღეს პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ აქვს. ჩემს წინამორბედს დავით უსუფაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო და ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოში ჩამოყალიბდება ძლიერი პოლიტიკური პარტია. ეს წაადგება საქართველოში ძლიერი ინსტიტუციური პარტიული სისტემის განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ.