ასტონი ტრენგას განცხადებით, მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია.

ასტონი ტრენგას განცხადებით, მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია.

აშშ-ის ფედერალური მოსამართლე, ვირჯინიის აღმოსავლეთი ოლქში საოლქო სასამართლოს მოსამართლე ასტონი ტრენგას განცხადებით, მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია.

როგორც  ასტონი ტრენგამ განაცხადა, სასამართლო სისტემის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება.

მისივე თქმით, ღონისძიების მონაწილეებს ამერიკის ფედერალური სასამართლოს გამოცდილება გააცნო და მოისმინა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

"კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებასაც გავეცანი და იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და პარლამენტი რეფორმების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს“, - განაცხადა ასტონი ტრენგამ.