აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლების შტატის 9%-ით შემცირებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, 2 300 დიპლომატის დათხოვნა იგეგმება. შესაბამისად, მოხდება უწყების ხარჯების შემცირება.
როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს თანამშრომელთა შტატების შემცირების პროცესი 2 წელზე მეტ დროს მოითხოვს.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, როდესაც რექს ტილერსონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანის პოსტი დაიკავა, ის გაოცებული იყო თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მომუშავე დიპლომატების ოჯახის წევრების ცხოვრებაზე და განათლებაზე.