ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით „ნაციონალების“ მიერ „დამახინჯებული ინფორმაცია მძიმე შეფასებას იმსახურებს“

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით „ნაციონალების“ მიერ „დამახინჯებული ინფორმაცია მძიმე შეფასებას იმსახურებს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ღირსების შემლახავს და არაადეკვატურს უწოდებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმე შეფასებას იმსახურებს ის არასწორი და დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ოპონენტი პარტიის მხრიდან.

”ბატონმა ირაკლი სესიაშვილმა თავად ძალიან კარგი პასუხი გასცა იმ აბსოლუტურად ღირსების შემლახველ და არაადეკვატურ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთი ოპონენტი პარტიის მხრიდან. მძიმე შეფასებას იმსახურებს ის არასწორი და დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის შესახებ ამ პარტიის მხრიდან. ბატონმა ირაკლიმ ღირსეული პასუხი გასცა ამ შეურაცხყოფას”, - განაცხადა კობახიძემ.